ჩვენ შესახებ

კოოპერატივი „აგროაპი“ წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს, რომელიც არის წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლების გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება. იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე, ეს მისი მთავარი პრინციპია. მისი ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და ორიენტირებულია წევრთა (მეპაიეთა) შრომით მონაწილეობაზე, მათი შემოსავლების გაზრდაზე, მეურნეობის განვითარებასა და ქონების მატებაზე. კოოპერატივი ,,აგროაპი“ არის დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელსაც აკონტროლებს თავისივე წევრები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მისი პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მისი ყველა წევრი ეწევა ინტელექტუალურ ან ფიზიკურ შრომას. ჩვენი კოოპერატივი ღიაა ყველა იმ პირისთვის, რომელთაც შესწევთ უნარი გამოიყენონ თავიანთი ადამიანური რესურსი და ამავე დროს მზად არიან თავის თავზე აიღონ წევრობის პასუხისმგებლობა. კოოპერატივის მიზანია შემოიკრიბოს და გააერთიანოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებული პირები, დანერგოს მუშაობის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები, აამაღოლოს თანამშრომელთა პროფესიული დონე და დაიცვას მათი მატერიალური და ეკონომიკური ინტერესები. კოოპერატივის საქმიანობა ეფუძნება მსოფლიო საერთაშორისო კოოპერაციული ალიანსის (ICA) მიერ 1995 წელს მიღებულ დეკლარაციას. ის ხელმძღვანელობს იმ შვიდი ძირითადი პრინციპით, რომელიც არის კოოპერატივების იდენტურობის განმსაზღვრელი. ეს პრინციპები არის კოოპერატივის ძირითადი მიმართულების კურსი და ამ პრინციპებს პრაქტიკულად ახორციელებს თავის საქმიანობაში. კოოპერატივის ძირითადი მიმართულება არის აგრარული, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, შენახვა, გადამუშავება, რეალიზება. ამ ეტაპზე მისი ძირითადი მიმართულებაა მეფუტკრეობა, სადაც გაერთიანებულია 28 მეპაიე. აქვს ერთი საფუტკრე მეურნეობა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე გერმანული და ფრანგული წარმოების დანადგარებითა და ინვენტარით. დაგეგმილია წარმოების გაზრდა და საფუტკრე მეურნეობების შექმნა საქართველოს სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში. 2014 წლისთვის კოოპერატივი გეგმავს თაფლის, ფუტკრის შხამის, სადედე ფუტკრის რძის, ყვავილის მტვერისა და ჭეოს წარმოებას. იგი ორიენტირებულია მხოლოდ ნატურალურ და ორგანულ წარმოებაზე. კოოპერატივის მიზანია სოფლის მოსახლეობის გაწევრიანება კოოპერატივში, რათა მოხდეს მათ კუთვნილებაში მყოფი მცირე ზომის დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო მიწების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალური საშუალებების გაერთიანება სხვადასხვა ტიპის მეურნეობების შექმნის მიზნით; გამასივებულ მიწის ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების დაწყება და კოოპერატივის მეპაიეთა ოჯახების შემოსავლების გაზრდა; მეფუტკრეთა მცირე საფუტკრე მეურნეობების გაერთიანება კოოპერატივში და მათი გადამზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად; მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შექმნა; წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება; ფუტკრის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის შექმნა.