ვაშლის ძმარი თაფლით

თაფლზე დამზადებული 100% ით ნატურალური ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ქიმიურად მჟავეა, მაგრამ მონელების შედეგად ის ადამიანის
ორგანიზმს ატუტიანებს (ტუტე რეაქციას აძლევს), ამიტომ ვაშლის ძმარი, როგორც
შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისას სწორედ ორგანიზმის ტუტეთი გაჯანსაღების
მეთოდიკას წარმოადგენს.

ამ მეთოდის ფუძემდებელია ცნობილი ნატუროპათი დოქტორი დ.ჯარვისი, რომელიც
მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ხალხური მედიცინის მეთოდებს და
განსაკუთრებული ყურადღება ვაშლის ძმარზე შეაჩერა. მან ვაშლის ძმარს
„ჯანმრთელობის ელექსირი“ უწოდა და ამტკიცებდა: „ყველას, ვისაც დღეგრძელობა და
აქტიური ცხოვრება სურს დაავადებების სიმძიმისა და სიბერის ტვირთის გარეშე, ეს
სითხე ყოველდღიურად უნდა მიიღოს, მინიმუმ დღეში ერთხელ“(!). ჯარვისმა
მოგვითხრო, როგორ უნდა მივიღოთ ეს პროდუქტი იმისათვის, რომ საბოლოოდ
გავთავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან, დავირეგულიროთ ნივთიერებათა ცვლა,
გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და სრულად გავიახალგაზრდავოთ ორგანიზმი.
რას წარმოადგენს ვაშლის ძმარი?
ვაშლის ძმარი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ თითქმის ყველა
მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტს (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი,
ფოსფორი, სპილენძი, რკინა, სილიციუმი, ფტორი და ა. შ.), ორგანული მჟავებს,
ფერმენტებისა და ამინომჟავების მთელ რიგს, ვიტამინებს (A, B1, B2, B6, C, E, P) და
პროვიტამინ ბეტა-კაროტინს.
ვაშლის ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა.
არცერთ მიკროელემენტს არ აკისრია ადამიანის სიცოცხლისათვის ესოდენ დიდი მისია,
როგორც კალიუმს. ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული
სისტემის დასამშვიდებლად. კალიუმის უკმარისობა იწვევს საერთო სისუსტეს,
მოთენთილობას, სწრაფ გადაღლას, ძილისკენ მიდრეკილებას, ქრონიკულ თავის
ტკივილს, სისხლის მაღალ წნევას (ჰიპერტონიას), თავბრუსხვევასა და სხვა მრავალ
დაავადებას.
ვაშლის ძმარი ანტისეპტიკური საშუალებაა, სპობს ორგანიზმში მავნე ბაქტერიებს და
აჯანსაღებს მას; არეგულირებს არტერიული წნევის დონეს, შლის ცხიმების დანალექებს,
აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების,
სისხლძარღვების, სახსრებისა და მთელი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას;
ამაგრებს ძვლებს, კბილებს და ფრჩხილებს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას
სისხლში, ამცირებს ინსულტისა და გულის ინფარქტის რისკს; ამაღლებს სისხლის
შედედების უნარს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას;
რეკომენდირებულია გამოიყენოთ ანგინის, გასტრიტის, ქრონიკული ენტეროკოლიტის,
პოდაგრის, სტომატიტის, ასთმის, შაკიკის, ართრიტების, მაღალი სიცხის,
რადიკულიტის, ქრონიკული უძილობის დროს; ვაშლის ძმარი გამოდევნის
ორგანიზმიდან შარდოვანას, შარდის მჟავას, ქლორიდებს და ამით ხელს უწყობს
უსაფრთხო და იოლ გახდომას (წონის კლებას); მოწამვლის დროს წყალში გახსნილი
ვაშლის ძმარი შეუცვლელი წამალია;
ვაშლის ძმარი, მისი უნიკალური თვისებების, სასიამოვნო და სურნელოვანი გემოს
გამო აქტიურად გამოიყენება კულინარიაში, როგორც სხვადასხვა სალათების, ასევე
ხორცეულის მომზადების დროს. იგი საკვებში C ვიტამინის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ამ უნიკალურ პროდუქტზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება მომხმარებელთა
მხრიდან.

ვაშლის ძმარი აქტიურად გამოიყენება ასევე კოსმეტიკაში, აგვარებს
დერმატოლოგიურ პრობლემებს. იგი ცნობილია როგორც კანის მატონიზირებელი
საშუალება, უბრუნებს კანს სილამაზეს, ბზინვარებას და სიჯანსაღეს. ვაშლის ძმრის
ორთქლი სპობს მრავალ მიკრობს.

როგორ გამოვიყენოთ?
ორგანიზმის პროფილაქტიკისათვის:
 ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისაგან – დალიეთ დღეში 1 ჩ. ჭ. წყალში გაზავებული
1-2 ჩ. კ. ვაშლის ძმარი.( სასურველია 1 ჩ.კ.თაფლის დამატებაც). ვაშლის ძმრის მიღება
უმჯობესია ჭამის წინ, რადგან იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და შლაკების
დაგროვებას ეწინააღმდეგება;
 სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტონია) – მიიღეთ 1 ჭ. წყალში გაზავებული 2 ჩ. კ.
ვაშლის ძმარი; ჩაიცვით ძმარში დასველებული ბამბის წინდები, ზევიდან გადაიცვით
მშრალი წინდები და 15 წუთის შემდეგ გაიხადეთ. ამავე დროს აკონტროლეთ წნევა;
 ანგინა – 1 ჩ. კ. ვაშლის ძმარი ჩაასხით ერთ ჭ. წყალში. ყელში გამოივლეთ ყოველ
საათში ერთხელ. ხსნარი რამდენიმე წუთის განმავლობაში პირის ღრუში უნდა გააჩეროთ
და შემდეგ გადაყლაპოთ;
 კვების პროდუქტებით მოწამვლა – 1 ჭ. წყალში გაზავებული 1 ჩ. კ. ვაშლის ძმარი,
მიიღება თითო ჩ. კ. ყოველ 5 წუთში;
 გასტრიტი – კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში უნდა მიიღოთ
1 ჩ.ჭ. თბილ წყალში შერეული 1 ჩ.კ. თაფლისა და 1 ჩ.კ. ვაშლის ძმრის ნაზავი დღეში
ორჯერ – დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ.
თუ კუჭის წნევის მჟავიანობა დაბალია, მაშინ ნაზავი უნდა მომზადდეს ოთახის
ტემპერატურის მქონე წყალზე;
 დისბაქტერიოზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმელების, შარდისა და ნაღვლის
ბუშტის დაავადებები – 2 ჩ. კ. ვაშლის ძმრისა და ერთი ჩ.ჭ. წყლის ნაზავის მიღებით დღის
განმავლობაში მდგომარეობა უმჯობესდება;
 ზედმეტი წონის დასაკლებად – უნდა ვსვათ 2 ჩ. კ. ვაშლის ძმრისა და ერთი ჭიქა
წყლის ნარევი ჭამისას ყოველდღიურად. მიზანშეწონილია, ერთი დოზა მივიღოთ
საუზმის დროს, მეორე – ვახშმობისას, მესამე კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
 ქრონიკული დაღლილობა და უძილობა – 2 ჩ. კ. თაფლი, რომელსაც დამატებული
აქვს 2 ჩ. კ. ვაშლის ძმარი, მივიღოთ დღეში სამჯერ.დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა –
ღვინის ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩ. კ. ძმრის ხსნარით ტანის დაზელვა;
 უძილობა და სტრესული მდგომარეობა – 1 ფინჯან თაფლში გააზავეთ 5 ჩ. კ. ვაშლის
ძმარი და ძილის წინ ერთი საათით ადრე მიიღეთ 2-3 ჩ. კ.;
 ანემია (სისხლნაკლებობა) – 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჩ. ჭ. წყალში და
მიიღეთ ჭამის წინ დღეში 3-ჯერ;
 ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სიმძიმე ფეხებში – ვაშლის ძმარს შეიზელენ
დილით და საღამოს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ აღინიშნება ვარიკოზული ვენების
შევიწროება. ამასთანავე, დღეში ორჯერ სვამენ ერთ ჭიქა წყლისა და 2 ჩ. კ. ვაშლის ძმრის
ნაზავს;
 მაღალი ტემპერატურა – ტრადიციული ღვინის ძმრის გამოყენება საფენებსა და
დაზელვისას შეცვალეთ ვაშლის ძმრით, ეს ორმაგ ეფექტს მოგცემთ;

 კანის ფერმკრთალობა – სისხლის ნორმალური მიმოქცევის დროს კანი
მოვარდისფროა. კანის სიმშრალე, ქავილი, სიფერმკრთალე ხშირად მჟავური შიმშილის
ბრალია. საპნით დაბანის შემდეგ რეკომენდებულია ვაშლის ძმრით გაზავებული წყლის
გადავლება კანის მჟავე რეაქციის გამოსაწვევად. 1 ს. კ. ერთ ლიტრ წყალზე;
 კანის გამონაყარი – კანის დაზიანებულ ადგილს ვაშლის ძმარს უსვამენ დღეში 6-
ჯერ;
 თავის ტკივილი – ვაშლის ძმრის წყალხსნარში (თანაბარი ოდენობით)
დასველებული ტილო დაიდეთ შუბლზე, ხელით შეიზილეთ საფერთქლებში, ყურების
უკან და კისერზე;
 ეგზემა – განუზავებელი ვაშლის ძმარი წაისვით კანზე დღეში 4-ჯერ და ღამეში 3-
ჯერ. ეს პროცედურა გააქრობს ქავილსა და წვას;
 გაძლიერებული ოფლიანობა – შხაპის შემდეგ იღლიები და ფეხის ტერფები
დაიზილეთ ვაშლის ძმრის ხსნარით (1,5-2 ს. კ. 0,5 ლიტრ წყალზე);
 ღამის ოფლიანობა – სხეული ძილის წინ ვაშლის ძმრით უნდა დავიზილოთ;
 ცრემლდენა – 1 ჩ. კ. ვაშლის ძმარი და ერთი წვეთი იოდი გახსენით ერთ ჩ. ჭ.
წყალში. ნაზავს კარგად მოურიეთ და დალიეთ დღეში ერთხელ ჭამის დროს. ამგვარი
პროცედურა უნდა გააგრძელოთ 2 კვირის განმავლობაში;
 რადიკულიტი – ვაშლის ძმრით კარგად დაიზილეთ მტკივანი ადგილი და თბილად
შეიხვიეთ;
 დამწვრობა – განუზავებელი ვაშლის ძმრით კანის ზედაპირის დამუშავება
ამცირებს ტკივილის შეგრძნებას;
 მზით დამწვრობა – ზაფხულში მზით დამწვრობის შემთხვევაში ტკივილგ
გაგიყუჩებთ თბილი აბაზანა, რომელშიც უნდა შეურიოთ 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი.ასე
მომზადებული აბაზანა აგრილებს, აწყნარებს და დეზინფექციას უკეტებს კანს, თუ
დამწვრობა მცირე ზომისაა, მაშინ სრულიად საკმარისია დღეში 2-3- ჯერ დაიდოთ
დაზიანებულ ადგილას ძმრისა და წყლის ხსნარში პროპორციით (1:4) დასველებული
პირსახოცი;
 შხამიანი მწერის ნაკბენი – ერთ წილ ვაშლის ძმარს დაასხით ერთი წილი წყალი და
რამდენჯერმე წაისვით ნაკბენ ადგილზე ან დაიდეთ ამ ნარევით დასველებული ტამპონი;
 თავის ტკივილი, შაკიკი, გაციება – ვაშლის ძმრის ორთქლის აბაზანა. ცეცხლზე
დადგით უჟანგი რკინის ქვაბი ვაშლის ძმრის და წყლის თანაბარი რაოდენობით. წყალი
ნელა ადუღეთ. როცა მისი ზედაპირიდან ორთქლი დაიწყებს ამოსვლას, დახარეთ თავი
ქვაბზე და შეისუნთქეთ ორთქლი 4-5 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ რამდენიმე
საათის შემდეგ;
 სახის და თვალების შეშუპება – ვაშლის ძმრის წყალხსნარში (თანაბარი
რაოდენობით) დასველებული წინდები ჩაიცვით ძილის წინ და გაღვიძებისას გაიხადეთ;
 ნიღაბი სახის კანისთვის – გახეხეთ 1 ცალი ახალი კიტრი, დაუმატეთ 2 ს. კ.
ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული და კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ 1 ჩ.კ.
ვაშლის ძმარი. მიღებული მასა უნდა წაისვათ სახეზე და ჩამოიბანოთ წყლით ნახ. საათის
შემდეგ. ეს გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი რეკომენდებულია ნებისმიერი სახის
კანისთვის.
 ხელის კანის დარბილება – გამომშრალი და დაქერცლილი ხელის კანი დარბილდება
და გახდება გლუვი, თუ დაბანის შემდეგ ხელზე წაისვამთ მკვებავი საცხისა და ვაშლის
ძმრის ნაზავს (პროპორციით 1:1)

 ფეხის სოკოვანი დაავადება – სოდიანი აბაზანის შემდეგ ფეხი კარგად
გაიმშრალეთ ვაშლის ძმარში დასველებული ბამბით დაიმუშავეთ ტერფი. დააცადეთ
გაშრობა და 3-4- ჯერ გაიმეორეთ პროცედურა.ძილის წინ ფეხზე წაისვით მკვებავი საცხი.
გაფრთხილება:
• არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ გაუზავებელი ვაშლის ძმარი.
• ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ პირში გამოივლეთ თბილი წყალი, ვინაიდან ძმარი
აზიანებს კბილის ემალს.
• ვაშლის ძმრის რეგულარულად მიღებისას საჭიროა წნევის კონტროლი, თუ წნევა
ძალიან დაიწევს, შეწყვიტეთ მისი მიღება, ან დააბალანსეთ სხვა საშუალებით;
• კუჭის ლორწოვანი გარსის ეროზიის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში
ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ ვაშლის ძმარს;
• ენდეთ თქვენი ორგანიზმის კარნახს, რაიმე სახით გვერდითი მოვლენების შემთხვევაში
შეამცირეთ დოზა ან საერთოდ შეწყვიტეთ მიღება;
• ყველა ზემოხსენებული ეხება ნატურალურ, არარაფინირებულ, გაუფილტრავ,
სასურველია თაფლით დამზადებულ ვაშლის ძმარს,რომელსაც გავლილი აქვს ორჯერადი
დაძმარების პერიოდი.
განსაკუთრებით კარგია ვაშლის ძმარი სალათებში, მოთუშულ ბოსტნეულში. ის
მატებს კერძებს ,,გამახალისებელ სიმჟავეს“, კერძის გემო უფრო ნოყიერი ხდება, ხოლო
სუნი კი – უფრო არომატული და რაც მთავარია, იგი საკვებში C ვიტამინის შენარჩუნებას
უწყობს ხელს!
როგორ შევარჩიოთ ვაშლის ძმარი ?
ვაშლის ძმრის გამოყენებისას წარმატების საწინდარია სწორი არჩევანი. ამისთვის
აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ ნატურალური ვაშლის ძმარი ხელოვნურად
მიღებულისაგან, ე. ი. სინთეტიკურისაგან.
არსებობს ვაშლის ძმრის სამი სახეობა:
– ნატურალური არარაფინირებული
– ნატურალური რაფინირებული
– ხელოვნური, რომელიც დაკავშირებულია ნამდვილ (ბუნებრივ) ვაშლის ძმართან
მხოლოდ იდენტური სახელწოდებით.
თუ ვაშლის ძმრის გამოყენება გაჯანსაღების მიზნით გსურთ, მაშინ თქვენ
გჭირდებათ არარაფინირებული ვაშლის ძმარი.
ნატურალურ ვაშლის ძმარს დროთა განმავლობაში უჩნდება ,,ძმრის დედა“ ანუ
„საფუარისმაგვარი სოკოების აპკი“. ამ აპკის სამკურნალო თვისებები კი სამჯერ და
მეტად აჭარბებს ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებებს.
უნდა ვიცოდეთ, რომ რაფინირებული ვაშლის ძმარი თავისი სასარგებლო
თვისებებით დიდად ჩამორჩება ნატურალურ, არარაფინირებულ ვაშლის ძმარს.
მაინც რით განსხვავდება ნატურალური ვაშლის ძმარი არანატურალურისაგან ?
უპირველეს ყოვლისა, ნატურალურ ვაშლის ძმარს გააჩნია 2-5% სიმაგრე, ხოლო
არანატურალური ძმრის სიმაგრე კი, მაღალი პროცენტული მაჩვენებელით გამოირჩევა.

არარაფინირებულ ნატურალური ძმარში რამდენიმე თვეში წარმოიქმნება უცნაური
ყავისფერი შეფერვის ფიფქები, რაც მისი ბუნებრივი დანალექია. არანატურალურ ძმარში
კი ასეთი დანალექი შეუძლებელია წარმოიქმნას, რადგან ეს ხსნარი უსიცოცხლოა.
სრულყოფილი ვაშლის ძმრის მისაღებად აუცილებელია მან გაიაროს ორჯერადი
დაძმარების პერიოდი თაფლის დამატებით.
და ბოლოს, ნატურალური ვაშლის ძმრის ფასი რამდენადმე მაღალია ხელოვნურზე და
ეს ბუნებრივიცაა. ნატურალური ვაშლის ძმარი არ შეიძლება იყოს უფრო იაფი.
კოოპერატივი „აგრიაპი“ მომხმარებელს სთავაზობს 100 %-ით ნატურალურ,
არარაფინირებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და ორჯერადი დაძმარებით
მიღებულ ვაშლის ძმარს, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში –
მაღალმთიან რაჭაში.