პროდუქტი

გაზაფხულის ანუ მაისის თაფლი (საირმის ხეობა)

ყველაზე ადრეული თაფლია, მოოქროსფრო შეფერილობით და ძალზედ სასიამოვნო არომატით. შემადგენლობით უაღრესად მრავალფეროვანა და შეიცავს:

  • მრავალ სასარგებლო მიკროელემენტს
  • მინერალურ მარილებს
  • ვიტამინებს

საუკეთესოა გულსისხლძარღვთა სისტემისათვის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ცეცხვის თაფლი

ეს ქარვისფერი შეფერილობის თაფლი ცნობილია თავისი გამოკვეთილი გემოთი და არაჩვეულებრივი არომატით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის – ცაცხვის თაფლი ასევე ხასიათდება თავისი სამკურნალო თვისებებით. იგი გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, როგორებიცაა: ანგინა, ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ლარინგიტი, ედემა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, დამწვრობები და ჭრილობები. თავისი საოცარი გემოთი და სამკურნალო თვისებებით მდიდარი ცაცხვის თაფლი ნებისმიერი ოჯახის ყოველდღიურობის აუცილებელი ატრიბუტია.

წაბლის თაფლი

მუქი ყავისფერი შეფერილობითა და გამორჩეული მომწარო გემოთი, წაბლის თაფლი მდიდარია C ვიტამინით და სხვადასხვა სასარგებლო მინერალებით. იგი წარმატებით გამოიყენება კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროს, ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და კუჭის წყლულის სამკურნალოდ. ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას არტერიული წნევის დასარეგულირებლა, თრომბოფლებიტის, ვარიკოზული ვენების და პროსტატიტის დროს.

აკაციის თაფლი

აკაციის თაფლი ხასიათდება საკმაოდ ნეიტრალური და გლუვი არომატით,  სწორედ მისი რბილი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, მას  ხშირ შემთხვევაში ბუნებრივ დამატკბობლად იყენებენ.

აკაციის თაფლი ისტორიის მანძილზე გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება და მას ხშირად იყენებენ სისიხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ბუნებრივ დამატკბობლად.

ალპური თაფლი

ალპური თაფლი, ალპური ზონის სხვადასხვა ჯიშის სამკურნალო მცენარეებისგან მიიღება, ხასიათდება ტკბილი და ძლიერი, სასიამოვნო არომატით. იდეალურია ნერვული სისტემის დასამშვიდებლად და დასარეგულირებლად ეს თაფლი გამოირჩევა ალპური ზონის ყვავილებისთვის დამახასიათებელი ზომიერი სიტკბოთი, რაც მას თქვენი რაციონის უნიკალურ და გემრიელ ნაწილად აქცევს.

კრემ თაფლი

კრემირებული თაფლი, იგივე კრემ თაფლი შეიცავს მხოლოდ ერთ ინგრედიენტს -100% ნატურალურ თაფლს, ყოველგვარი მინარევების გარეშე. კრემ თაფლი მიიღება თაფლის კრემირების (ათქვეფის) პროცესის შედეგად. კრემ თაფლი ინარჩუნებს თაფლისთვის დამახასიათებელ ყველა სასარგებლო თვისებას და ამავდროულად იძენს განუმეორებელ გემოს და კარაქის მსგავს კონსისტენციას. კრემირებული თაფლი შესანიშნავი ტოპინგია თქვენი საყვარელი დესერტებისთვის.

თაფლი პორციულ შეფუთვაში

სიმარტივე და კომფორტი: აკაციის თაფლის პორციული შეფუთვები

თანამედროვე მომხმარებლის გამორჩეული გემოვნების გათვალისწინებით, აგრიაპი  წარმოგიდგენთ ჩვენს აკაციის თაფლს 10 გრამიან ინდივიდუალურ შეფუთვაში.