ჩვენ შესახებ
აგრიაპი თავის მომხმარებლებს მაღალი ხარისხის თაფლის პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. 2012 წლიდან ბაზარზე შესვლის შემდეგ, ჩვენმა პროდუქციამ განსაკუთრებული აღიარება, მომხმარებლის ერთგულება და სიყვარული მოიპოვა. ამჟამად ჩვენი გამორჩეული თაფლისა და თაფლის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია ქვეყნის წამყვან სავაჭრო ქსელებში, მათ შორის: გუდვილი, აგროჰაბი, ნიკორა, ევროპროდუქტი, ფრესკო, სმარტი, წისქვილის ბაზარი და მრავალ სხვა.
ჩვენი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყნის პრესტიჟულ სასტუმროებში, სადაც საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდები, როგორებიცაა ბილტმორი, შერატონი, მარიოტი, რადისონი, ჰოლიდეი ინი, ენკორი, იოტა, ასტორია და სხვები, აქტიურად იყენებენ ჩვენს თაფლს თავიანთ შეთავაზებებში. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქტები შეუცვლელი ინგრედიენტია მრავალი საკვები ობიექტისთვის მათი საწარმოო საჭიროებებისთვის, მათ შორის ისეთებისთვის, როგორებიცაა: ლუკა პოლარე, გუდვილი და სმარტი.
პროდუქციის უმაღლესი ხარისხის მუდმივი უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ნედლეულის შერჩევის და მოპოვების პროცესზე. თაფლის თითოეული პარტია ექვემდებარება მკაცრ ლაბორატორიულ შემოწმებას აკრედიტებულ დაწესებულებებში და გადის ჩვენი ექსპერტების მიერ სიღრმისეულ შეფასებას.
ჩვენი საწარმოო ობიექტები სრულად შეესაბამება უმაღლეს სანიტარულ სტანდარტებს, ხოლო ყველა ტექნოლოგიური პროცესი გადის მკაცრ კონტროლს. საწარმომ წარმატებით დანერგა HACCP სისტემა და დაიმსახურა საერთაშორისო აღიარების მქონე აუდიტორული კომპანია INTERCERT-ის აკრედიტაცია (სერტ. N IC-HACCP-2110006). აღსანიშნავია, რომ ჩვენი საწარმოები წარმატებით აკმაყოფილებს ეროვნული სურსათის სააგენტოს მიერ დაწესებულ ყველა მოთხოვნას (აკრედ. N GE 01.01.49.1.2122).