წარმოება

საფუტკრე მეურნეობები, საიდანაც ჩვენი კომპანია იღებს სუფთა და ბუნებრივ მეფუტკრეობის პროდუქტებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. წაბლის თაფლი იწარმოება საირმეში, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში განთავსებულ საფუტკრე მეურნეობებიდან; გაზაფხულის და აკაციის თაფლი – საირმეს ხეობაში,ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში განთავსებული საფუტკრე მეურნეობებიდან; ცაცხვის თაფლი საირმის ხეობაში და კახეთში, სადაც საფუტკრე მეურნეობა განთავსებულია სოფელ ფშაველში, ომალოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში, ხოლო ალპური თაფლი მოიპოვაბა ყაზბეგის რაიონის მაღალმთიან ალპურ მინდვრებში.
ადგილობრივი ფერმერებისგან თაფლის შეგროვების შემდეგ, პროდუქცია ფასოვდება სხვადასხვა ზომის შეფუთვებში და ნაწილდება სავაჭრო ქსელებში, კვების ობიექტებში და სასტუმროებში. 
სწრაფი და საიმედო სადისტრიბუციო სერვისის დახმარებით, ჩვენი პროდუქცია ყოველთვის ხელმისაწვდომია, ნებისმიერ დროსა და ადგილას – რაც იმის გარანტიაა, რომ არასდროს დაგჭირდებათ ზედმეტი დროის დახარჯვა თქვენი შეკვეთის მოლოდინში.