თაფლის წარმოება
ოცდაათზე მეტი საფუტკრე მეურნეობება, საიდანაც ჩვენი კომპანია იღებს უმაღლესი ხარისხის, სუფთა ნატურალურ თაფლს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს.
წაბლის თაფლი იწარმოება საირმეში, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში განთავსებულ საფუტკრე მეურნეობებიდან; გაზაფხულის და აკაციის თაფლი – საირმეს ხეობაში, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში განთავსებული საფუტკრე მეურნეობებიდან; ცაცხვის თაფლი საირმის ხეობაში და კახეთში, სადაც საფუტკრე მეურნეობა განთავსებულია სოფელ ფშაველში, ომალოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში, ხოლო ალპური თაფლი მოიპოვაბა ყაზბეგის და ჯავახეთის მაღალმთიან ალპურ მინდვრებში.
საფუტკრე მეურნეობებიდან მიღებული თაფლის თითოეული პარტიის შეფასებას აკეთებენ ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები, რათა დარწმუნდნენ მის შესაბამისობაში ჩვენს მოთხოვნებსა და სტანდარტებთან. შემდგომ, თაფლის ნიმუშები გადის სრულყოფილ ლაბორატორიულ კვლევას. მხოლოდ მკაცრი შემოწმებების დადებითი შედეგების მიღების შემდეგ იწყება თაფლის ფილტრაციის და დაფასოების პროცესი.
სწრაფი და საიმედო სადისტრიბუციო სერვისის დახმარებით, ჩვენი პროდუქცია ყოველთვის ხელმისაწვდომია, ნებისმიერ დროსა და ადგილას – რაც იმის გარანტიაა, რომ არასდროს დაგჭირდებათ ზედმეტი დროის დახარჯვა თქვენი შეკვეთის მოლოდინში.